"ეს იყო ხაფანგებით სავსე თამაში, მაგრამ დამსახურებულად მოვიგეთ" - ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ეს იყო ხაფანგებით სავსე თამაში, მაგრამ დამსახურებულად მოვიგეთ" - ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა

"ეს იყო ხაფანგებით სავსე თამაში, მაგრამ დამსახურებულად მოვიგეთ" - ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა
24-10-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

"რომასთან" გამარჯვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც განაცხადა.

"ეს იყო ხაფანგებით სავსე თამაში, მაგრამ დამსახურებულად მოვიგეთ. აქტიურები ვიყავით და ეს ყოველთვის უნდა გვახასიათებდეს. ბურთს ვფლობდით, თუმცა, ზოგჯერ შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით დრიბლინგების დროს ჩვენთვის უჩვეულო შეცდომები გვქონდა, რაც არ გვაძლევდა საშუალებას, რომ კარგი შანსები შეგვექმნა კარისკენ დასარტყმელად.

ოსიმენი? ვიქტორს ახასიათებს მოულოდნელი აფეთქებები, რასაც თამაშის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. გვჭირდება მისი ფიზიკურობა, რადგან დაცვით ფაზასაც თავით თამაშით ძალიან ეხმარება. მას გასულ სეზონთან შედარებით დიდი პროგრესი აქვს და დიდებული გოლები გააქვს, როგორიც დღეს გაიტანა.

როგორ დავასათაურებდი განვლილ 11 ტურს? მთავარი ისაა, რომ 11 ტურის შემდეგ ტიტულებს ვერ იგებენ, ტიტულებს იგებენ მაისში, ივნისში, როცა სეზონი სრულდება. ხვალ დილით ვარჯიში გვაქვს, ოთხშაბათს კი სავსე სტადიო მარადონა გველოდებ."
– თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარტენოპეი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, "რეინჯერსის" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი