რატომ ხარჯავს საუდის არაბეთი ამდენ ფულს სპორტში » სპორტის ხაზი

რატომ ხარჯავს საუდის არაბეთი ამდენ ფულს სპორტში

რატომ ხარჯავს საუდის არაბეთი ამდენ ფულს სპორტში
15-12-2023, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

საუდის არაბეთი უკვე რამდენიმე წელია რაც სპორტში ფულის დაბანდებით მოწინავე ქვეყანაა, როგორც ადგილობრივ ისე მსოფლიო ბაზარზე ისინი დიდ კაპიტალს აბანდებენ და თითქმის ყველა სპორტის სახეობაში ცდილობენ მოწინავეები გახდნენ.

დღეისთვის არაბეთის პრინცი საკუთარ ქვეყანაში ოთხ უმსხვილეს კლუბს აფინანსებს და ევროპაში "ნიუკასლიც" შეიძინა, სადაც დიდი გეგმები დასახა და საკუთარი სახსრებით ცდილობს სხვა ევროპულ გუნდებზე დომინაცია მოახდინოს.

საუდის არაბეთში მხოლოდ ფეხბურთი როდი აინტერესებთ, აზიელები სხვადასხვა სპორტში აკეთებენ ინვესტიციებს, მაგალითისვის ფორმულა 1-ის გუნდი "მაკლარენი" მათი დაფინანსებულია, აგრეთვე ჩოგბურთში რამდენიმე ტურნირს მასპინძლობენ და ქმნიან ისეთ გარემოს სადაც ნებისმიერი სპორტული ღონისძიების გამართვა მათვის სარფაინი აღმოჩნდება, ამ დროისთვის კი ისინი 82 ასეთ საღამოს მასპინძლობენ - რაც არც ისე ცოტაა.

შეკითხვაზე თუ რატომ დაინტერესდა ეს ქვეყანა ასე სპორტის განვითარებითა და ამ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით გავლენების გაზრდით ქვეყნის სპორტის დეპარტამენტის მინისტრი პრინცი აბდულაზიზი პასუხობს, რომ ამით ცდილობენ ახალგაზრდებში ისეთი საქმიანობის პოპულარიზაციას, რომლითაც ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდებიან და მეტად აქტიურები გახდებიან.

რაც შეეხება სხვა არგუმენტებს, საუდელებს მაგალითად მოჰყავთ GDP(მთლიანი შიდა პროდუქტი) რომელიც 1%-ით სწორედ სპორტში ინსვესტიციების ჩადებით გაიზარდა. მთავრობის გეგმის მიხედვით 2030 წლისთვის სპორტის წყალობით ქვეყანა ნავთობზე დამოკიდებულებას შეამცირებს და სხვა სექტორიდანაც მიიღებს ეკონომიკურ ხალვათს.

საპირისპირო მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ საუდის არაბეთი სპორტის განვითარებას იმ ბოროტი საქმიანობის გადასაფარად იყენებს, რომელსაც რეჟიმი სჩადის, ასეთი პრაქტიკა უკვე რამდენიმე ავტორიტატულ ქვეყანში ვიხილეთ, მაგალითად: ჩინეთი, რუსეთი კატარი და სხვა.

ოპოზიციონერების მტკიცებით სპორტული ღონისძიებების ქონა ქვეყანაში ხალხს ყურადღებას გადაატანინებს იმ საკითხებიდან, რომელსაც მთავრობა უკანონდ სჩადის.

განსხვევით სხვა ისლამური სახელმწიფოებისგან, საუდის არაბეთში ქალთა უფლებებს შედარებით ნაკლებად ზღდავენ, საბედნიეროდ სპორტულ აქტივობებს მათ არ უზღუდავენ და მეტიც, თვლიან რომ მათი როლი ძალიან დიდი იქნება და ცდილობენ ყველა სქესის წარმოამდგენელი თანაბრად ჩართონ აქტივობებში აგრეთვე მათ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლებაც მიეცათ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.

საუდის არაბეთი გაჩერებას არ აპირებს და სურვილს გამოთქვამს, რომ 2034 წელს მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლოს, ცნობისთვის, 2022 წელს ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და ჩემპიონი არგენტინა ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხეს კიდეც და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

საკლუბო დონეზე არაბული გუნდები შიდა ჩემპიონატის დონის გაზრდით უფრო გამოირჩევნია, ქვეყანაში ამ მომენტისათის ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ როგორებიც არიან: კრიშტიანუ რონალდუ, ქარიმ ბენზემა, სადიო მანე, სოლომონ კვირკველია, ნგოლო კანტე და სხვები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი