ესპანური მედია: ბარსელონას ხელმძღვანელობაში ჩავის აღარ ენდობიან » სპორტის ხაზი

ესპანური მედია: ბარსელონას ხელმძღვანელობაში ჩავის აღარ ენდობიან

ესპანური მედია: ბარსელონას ხელმძღვანელობაში ჩავის აღარ ენდობიან
14-12-2023, 21:52
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის ბარსელონაში ბოლო დროს ვითარება ისევ აირია, გავლენიანი კატალონიური და ესპანური გამოცემები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ხელმძღვანელობაში რამდენიმე წევრი ჩავის აღარ ენდობა.

გამოცემა Relevo წერს, რომ ანტვერპენთან, შახტართან და ჟირონასთან წაგებული თამაშების შემდეგ ხელმძღვანელობასთან ჩავის ავტორიტეტს საფრთხე დაემუქრა.

ჩავის გასამართლებლად შეგვიძლია ტრავმები დავასახელოთ, წელს ოპტიმალური შემადგენლობით ბარსელონა პრაქტიკულად ვერ ახერხებს თამაშს და იანვრის სატრასნფერო ფანჯრის შემდეგ უფრო ცხადი გახდება რას იზამს კლუბი - გაუშვებს ჩავის თუ ენდობა მის პროექტს.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ლიგაზე ორი წაგების მიუხედავად ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/8 გავიდა, ხოლო ლა ლიგაში ბოლო დროს ნაჩვენები არასახარბიელო შედეგების გამო მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.