გიორგი ქოჩორაშვილის მძიმე ტრავმა - ქართველი ახალ წლამდე იუქმებს » სპორტის ხაზი

გიორგი ქოჩორაშვილის მძიმე ტრავმა - ქართველი ახალ წლამდე იუქმებს

გიორგი ქოჩორაშვილის მძიმე ტრავმა - ქართველი ახალ წლამდე იუქმებს
11-12-2023, 23:04
Aa Aa
გაზიარება:

ვალენსიურ პრესაში გიორგი ქოჩორაშვილზე სამწუხარო გავრცელდა.

plazadeportiva-ს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი კლუბს უახლოეს მატჩში, "უესკას" წინააღმდეგ დააკლდება. დიდი ალბათობით, გიორგი ქოჩორაშვილი წელს ვეღარ ითამაშებს.

24 წლის ნახევარმცველმა "ხიხონის სპორტინგთან" მე-9 წუთზე კუნთი დაიზიანა, რის გამოც, მწვრთნელს მისი მოედნიდან გაყვანა მოუწია. ველსიური მედია საშუალებების ინფორმაციით ქოჩორაშვილი მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს, შესაბამისად მისთვის სეზონის პირველი ნახევარი ნაადრევად დასრულდება.

და ლა ლიგა ორი იანვრიდან განახლდება და წესით, ამ დროისთვის ქოჩორაშვილი სათამაშოდ მზად უნდა იყოს.

"ლევანტეს" სამედიცინო შტაბი ადასტურებს კუნთის დაზიანებას, მაგრამ კითხვაზე, თუ როდის დაბრუნდება ქართველი ფეხბურთელი პასუხის გაცემას თავს არიდებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი