რამდენიმე წუთის წინ, ინტერნეტში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასა და მასზე შეყვარებულ საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელს შეეხება.
ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ მიემართება "ნაპოლი" მთელი შემადგენლობით სასტუმროსკენ, რა დროსაც ერთ-ერთი საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელი კვარასთან ფოტოს გადაღებას ითხოვს, რომელსაც პასუხი ხვიჩას თანაგუნდელმა, ჯანლუკა გაეტანომ გასცა: "მომეცი 4-5 დონატი და კვარასთან მიგიშვებ." (იხილეთ ვიდეო).
შეგახსენებთ, რომ დერბი დელ სოლე 22:45-ზე დაიწყება.