როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე "იუვენტუსთან" დამარცხდა.
მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ:
"ამ გამარჯვების წყალობით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ, ნაპოლის უკვე 12 ქულით ვუსწრებთ. მაცარიმ ნეაპოლში ძლიერი და ლამაზი გუნდი დააყენა, თუმცა დღეს ჩვენ "იუვენტუსის" სტილში მოვიგეთ, მეტოქეს ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მომენტი ფაქტობრივად არ შევაქმნევინეთ.
კვარაცხელიას მომენტი? ხვიჩას უკეთ დარტყმა შეეძლო, თუმცა იქ შჩესნიმ იდეალურად ითამაშა და კვარაცხელიას კარგი დარტყმის საშუალება არ მისცა" - მასიმიანო ალეგრი.