ჯოვინო ფლამარიონი დინამო ბათუმს ტოვებს » სპორტის ხაზი

ჯოვინო ფლამარიონი დინამო ბათუმს ტოვებს

ჯოვინო ფლამარიონი დინამო ბათუმს ტოვებს
8-12-2023, 19:19
Aa Aa
გაზიარება:

დინამო ბათუმის ბრაზილიელ ლეგიონერსა და ბომბარდირს, ჯოვინო ფლამარიონს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, როგორც გაირკვა მხარეები ახალ შეთანხმებას არ გააფორმებენ და ჯოვინო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებსებს.

არსებული ინფორმაციით ფლამარიონი ფრანგულ "ვალენსიენში" გადავა.

სხვათა შორის, ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს მოქალაქეც გახდა, იგი ქართულ კლუბს 2017 წელს მონტენეგროს "ლოვცენიდან" შეუერთდა და მას შემდეგ დინამოში ორჯერ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

ფლამარიონმა წელს გამორჩეული სეზონი ჩაატარა, ეროვნულ ლიგაში 17 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა, აგრეთვე საუკეთესო შემტევად და ფეხბურთელადაც დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი