ჯგუფში მოქმედ ჩემპიონთან და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი, ახალგაზრდული ნაკრებების წილისყრა » სპორტის ხაზი

ჯგუფში მოქმედ ჩემპიონთან და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი, ახალგაზრდული ნაკრებების წილისყრა

ჯგუფში მოქმედ ჩემპიონთან და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი, ახალგაზრდული ნაკრებების წილისყრა
7-12-2023, 21:43
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ქალაქ ნიონში 17 წლამდელთა და 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ორივე ასაკობრივი ნაკრები ელიტ რაუნდის მონაწილეა და დღეს გულშემატკივარმა გაიგო მათი მეტოქეების ვინაობა.

19 წლამდელთა გუნდს ჯგუფში შოტლანდია, ჩეხეთი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალია მოხვდნენ. მატჩები 20-26 მარტს იტალიაში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვებას ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მოახერხებს

17 წლამდელების ჯგუფში კი მოხვდნენ თურქეთის, სერბეთის და დანიის ასაკობრივი ნაკრებები. მატჩები 20-26 მარტს საქართველოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფი გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი