დღეს, 21 ნოემბერს მიხელი მესხი 2-ზე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ესპანელ თანატოლებთან 0-4 წააგო.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 6 ქულა მოაგროვა, ქართველებმა ჯერ კვიპროსს, შემდეგ კი მოლდოვას მოუგეს, რითაც ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვეს.
ელიტ რაუნდის წილისყრა 7 დეკემბერს გაიმართება.