უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში სკანდალია - ახალი პრეზიდენტის პოსტზე ფავორიტი შევჩენკოა » სპორტის ხაზი

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში სკანდალია - ახალი პრეზიდენტის პოსტზე ფავორიტი შევჩენკოა

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში სკანდალია - ახალი პრეზიდენტის პოსტზე ფავორიტი შევჩენკოა
7-12-2023, 21:26
Aa Aa
გაზიარება:

უკრიაინის ფეხბურთის ასოციაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ანდრეი პაველკო და გენერალური მდივანი იური ზაპისოცკი ამჟამად დაკავებული არიან. მათ ბრალად დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებათ.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის რიგგარეშე კონგრესი 25 იანვარს ჩატარდება, სადაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

როგორც უკრაინელ ჟურნალისტ, იგორ ბურბასის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, 11 დეკემბერს ანდრეი შევჩენკო ოფიციალურად წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე.

კანდიდატად რეგისტრაციისთვის შევჩენკოს ოცდაშვიდი მუდმივი წევრიდან მინიმუმ ცხრის შესაბამისი განცხადება სჭირდება. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 26 დეკემბერია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი