"ერთმანეთს ვეღარ პოულობენ" - იტალიური მედია კვარა-ოსიმენის დუეტზე » სპორტის ხაზი

"ერთმანეთს ვეღარ პოულობენ" - იტალიური მედია კვარა-ოსიმენის დუეტზე

"ერთმანეთს ვეღარ პოულობენ" - იტალიური მედია კვარა-ოსიმენის დუეტზე
6-12-2023, 14:24
Aa Aa
გაზიარება:

"ლა გაზეტა დელო სპორტი" კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტის მიმდინარე სეზონში თამაშზე წერს...

La Gazzetta dello Sport:

"წინა სეზონში ოსიმენსა და კვარაცხელიას შორის მყისიერი ურთიერთგაგება იყო, თითქოს ერთმანეთს ყოველთვის იცნობდნენ. მიუხედავად ამისა, მათ შორის ეს ჰარმონია, რომელმაც გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა, მხოლოდ მოგონებად დარჩა.

გასულ წელს კვარამ ოსიმენს სერია A-ში გოლი შვიდჯერ გაატანინა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ისინი ერთმანეთს მოედანზე ვეღარ პოულობენ. რა თქმა უნდა, მათ ტრავმებმაც შეუშალეს ხელი, მაგრამ თამაშის დროს ისინი შეკრული წყვილის შთაბეჭდილებას ვეღარ ტოვებენ. საინტერესოა, რა მოუვიდათ მოთამაშეებს, რომლებიც 2023 წლის ოქროს ბურთის კანდიდატებში იყვნენ - ქართველმა ვინგერმა, რომელიც ასევე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მე-17 ადგილი დაიკავა, ნიგერიელი ცენტრფორვარდი კი, შესანიშნავი სეზონისა და სერია A-ში გატანილი 26 გოლის შემდეგ, მე-8 ადგილზე გავიდა. ერთადერთი მეტ-ნაკლებად დამამშვიდებელი ფაქტი არის ის, რომ ჯამში მათ წელს 10 გოლის გატანა მოახერხეს, რა მაჩვენებლითაც კიეზასა და ვლაჰოვიჩს უსწრებენ, რომლებსაც პარასკევს დაუპირისპირდებიან"
- წერენ იტალიელები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი