“უცხოეთიდან შემოთავაზებები არის, თუმცა ჯერ "ტორპედოში" ვთამაშობ“ - გიორგი არაბიძე » სპორტის ხაზი

“უცხოეთიდან შემოთავაზებები არის, თუმცა ჯერ "ტორპედოში" ვთამაშობ“ - გიორგი არაბიძე

“უცხოეთიდან შემოთავაზებები არის, თუმცა ჯერ "ტორპედოში" ვთამაშობ“ - გიორგი არაბიძე
5-12-2023, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისის “ტორპედოს“ და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი გიორგი არაბაიძე ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა.


“ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი იყო როგორც ჩემთვის, ასევე “ტორპედოსთვის“. მადლობა გულშემატკივარს, ვისაც ჩემი და გუნდის სჯეროდა; ეროვნულ ლიგას, ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ საუკეთესოდ დასახელებაში მონაწილეობდა.

ეს პრიზი ეკუთვნის “ტორპედოს“ ხელმძღვანელობასა და თანაგუნდელებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში მეხმარებოდნენ – მარტო ვერაფერს გავაკეთებდი.

უცხოეთიდან შემოთავაზებები არის, მაგრამ ჯერჯერობით ქუთაისის “ტორპედოში“ ვარ და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ამ გუნდის მადლიერი ვარ, რადგან მენდო და თავის გამოჩენის შანსი მომცა. ჯერ გარკვეული არაფერია, ამ დროისთვის “ტორპედოს“ ფეხბურთელი ვარ“, – ამბობს გიორგი არაბიძე.
წყარო: 1TV

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 2023 წლის გათამაშებაში არაბიძემ 30 მატჩში 14 გოლი და 5 საგოლე პასი გააკეთა. უამრავი გულშემატკივარი ვილი სანიოლს მოუწოდებს არაბიძის ნაკრებში გამოძახებისკენ, ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული კი ამაში უნდა დაეხმაროს გიორგის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.