VIDEO: ჯაბა ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე » სპორტის ხაზი

VIDEO: ჯაბა ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

VIDEO: ჯაბა ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე
5-12-2023, 13:24
Aa Aa
გაზიარება:

ჯაბა ჯიღაურის "ნასაფ-ქარში" აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში, სტუმრად კატარულ "ალ-სადს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ქართველი ნახევარმცველი მატჩში 66-ე წუთზე ჩაერთო. მის გუნდს მინიმუმ ქულა ჭირდება, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულიყო. ჯიღაურმა წონასწორობის აღდგენა 83-ე წუთზე შეძლო და შემდეგ 90-ე წუთზე კი წინ გაიყვანა გუნდი.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა ჯიღაურს მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი. მისი გუნდმა კი პირველი ადგილი დაიკავა აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ხოლო უზბეკეთის სუპერ ლიგაში მეორე ადგილს იკავებენ.
იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი