უდიდესი გამარჯვების შემდეგ პირველი შეხვედრა - ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია » სპორტის ხაზი

უდიდესი გამარჯვების შემდეგ პირველი შეხვედრა - ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია

უდიდესი გამარჯვების შემდეგ პირველი შეხვედრა - ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია
23-10-2022, 13:25
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი უდიდესი გამარჯვების(სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო) შემდეგ, კორტზე ბრუნდება და ვენაში "ერსტე ბანკ ოუფენზე" მიიღებს მონაწილეობას.

30 წლის სპორტსმენის პირველი მეტოქე მსოფლიოს მე-4 ჩოგანი და ვენაში პირველ ნომრად განთესილი რუსი, დანიილ მედვედევი იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ორი ჩუგბურთელი ერთმანეთს ATP ტურნირზე არასდროს შეხვედრილან, რაც შეხვედრის ინტერესს უფრო ზრდის.

ბოლოდროინელმა მოვლენებმა ნიკოლოზზე აშკარად იმოქმედა, ქართველი ახლა მსოფლიოს 94-ე ჩოგანია, თუმცა როგორც თვითონ განაცხადა, ის ჩობურთს უფრო მეტ დროს დაუთმობს და შეეცდება ძველი სათამაშო ფორმა აღიდგინოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი