ჩავი: "იმედი მაქვს, ვიტორ როკე შემოგვიერთდება იანვრში" » სპორტის ხაზი

ჩავი: "იმედი მაქვს, ვიტორ როკე შემოგვიერთდება იანვრში"

ჩავი: "იმედი მაქვს, ვიტორ როკე შემოგვიერთდება იანვრში"
2-12-2023, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ აღნიშნა, რომ მის გუნდს შეტევაში პრობლემები აქვს და ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის, ტრანსფერი, რომელიც ესპანურმა კლუბმა განახორციელა ვიტორ როკეს სახით.

ჩავი: "იმედი მაქვს, ვიტორ როკე შემოგვიერთდება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე. ის გადამწყვეტი იქნებოდა გუნდისთვის, მას შეუძლია ძალიან დაგვეხმაროს."

"ვნახოთ, როგორ წარიმართება, ჯერ ადრეა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიტორი მინდა აქ, რაც შეიძლება მალე, ბარსაში."

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა 18 წლის ვიტორ როკე ბრაზილიური "ატლეტიკოდან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და იგი გუნდს 2024 წელს შეურთდება. მას მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.