დანილო პერეირა: "კრიშტიანუ დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც მას შევხვდი, როცა 22 წლის ვიყავი" » სპორტის ხაზი

დანილო პერეირა: "კრიშტიანუ დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც მას შევხვდი, როცა 22 წლის ვიყავი"

დანილო პერეირა: "კრიშტიანუ დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც მას შევხვდი, როცა 22 წლის ვიყავი"
2-12-2023, 03:00
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიის ნაკრებისა და "პსჟს" მცველი დანილო პერეირა საუბრობს მის თანამემამულეზე კრიშტიანო რონალდოზე.

დანილო პერეირა: "კრიშტიანუ დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც მას შევხვდი, როცა 22 წლის ვიყავი. ვფიქრობ, ის იგივე შიმშილს გრძნობს, იგივე ამბიციას, რომ გაიტანოს გოლები, იყოს ნაკრებში და ყოველთვის უმაღლეს დონეზე გამოვიდეს."

"ვფიქრობ, ეს არის ის, რაც განსაზღვრავს მას, როგორც ფეხბურთელს და ამიტომაც, 38 წლის ასაკშიც კი, ის ჯერ კიდევ ნაკრებშია... ფიზიკურადაც თავს კარგად გრძნობს. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ, რომ ის ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზეა და ვერ ავხსნი, მაგრამ ეს მის გენეტიკაშიც არის, ყოველთვის კარგ ფორმაში ყოფნა."

შეგახსენებთ, რომ დანილო პერეირა "პსჟში" "პორტუდან" 2021 წელს გადაბარგდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.