მოჰამედ სალაჰის შთამბეჭდავი სტატისტიკა » სპორტის ხაზი

მოჰამედ სალაჰის შთამბეჭდავი სტატისტიკა

მოჰამედ სალაჰის შთამბეჭდავი სტატისტიკა
1-12-2023, 21:43
Aa Aa
გაზიარება:

თუ "ლივერპულის" ლიდერი მოჰამედ სალაჰი მომდევნო ტურში ფულემს გაუტანს, ის გახდება პირველი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც 150 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში. პირველი არაბრიტანელი ფეხბურთელი, რომელმაც "ლივერპულში" 200 გოლი გაიტანა.

ეგვიპტელი მერსესაიდელების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეხუთე ადგილზეა. ჩამორჩება იან რაშს, როჯერ ჰანთს, გორდონ ჰოდსონს და ბილი ლიდელს.

შეგახსენებთ, რომ შემტევი ინგლისურ გრანდში 2017 წელს "რომადან" გადავიდა. მანამდე იგი "ჩელსიში", "ფიორენტინაში", და "ბაზელში" ირიცხებოდა. მიმდინარე სეზონში მოჰამედს 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი