ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს გრანდ სლემზე » სპორტის ხაზი

ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს გრანდ სლემზე

ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს გრანდ სლემზე
1-12-2023, 12:55
Aa Aa
გაზიარება:

ტოკიო ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს, რომელიც 2-3 დეკემბერს გაიმართება. ტატამზე 16 ქართველს ვიხილავთ.

ტურნირამდე ერთი დღით ადრე წილისყრა გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა. ყველაზე რთული მეტოქეები 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანსა და გიორგი ბერიაშვილს შეხვდათ. მათ პირველივე ეტაპზე იაპონელებთან უწევთ დაპირისპირება. ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა შორის 3 წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო მეორე დღეს ჩემპიონები 4 წონით კატეგორიაში გაირკვევა.

გიორგი სარდალაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია, მისი მეტოქე მეორე წრეში ვიეტნამელი დუკ დატ ჩუ იქნება.

ლუხუმ ჩხვიმიანი - არტემ ლესიუკი

ვაჟა მარგველაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია, ხოლო მეორე წრეში მალაველ დილესი ვაისონსა და ბულგარელ იანისლავ გერჩევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ლაშა შავდათუაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია, ხოლო მეორე წრეში ტაჯიკ ბეჰრუზი ხოჯაზოდასა და პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ოთარ კვანტიძეს შორის გამარჯვებულს შეერკინება.

გიორგი ტერაშვილი - გერმანელ რუებოს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ყაზახ ასკარ ნარკულოვს დაუპირისპირდება

ალექსანდრე ლოლაძე პირველი წრიდან თავისუფალია, მეორე წრეში კი მოლდოველ მიჰაილ ლატისიევსა და უზბეკ მუსო სობიროვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ლუკა მაისურაძე - გაი გურევიჩი

თენგო ზირაქაშვილი - კიმ ჩანიონგი

ლუკა ბაბუციძე პირველი წრიდან თავისუფალია, ხოლო მეორე წრეში მისი მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ არამ გრიგორიანსა და თურქმენ მამადალი ახილდიევს შორის მოგებული იქნება.

ვარლამ ლიპარტელიანი - კოტარო უეოკა

გიორგი ბერიაშვილიც - აარონ ვოლფი

შალვა გურეშიძე - ლუის ამესკვიტა

ლევან მატიაშვილი - მოჰამედ ლაჰბუბს.

სოფიო სომხიშვილი - საეტბიეოლ პარკი

ეთერ ლიპარტელიანი - მაიტა მოჰამედს

ეთერ ასკილაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია, ხოლო მეორე წრეში სლოვენიელ ანდრეია ლესკის შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი