როგორც ნეაპოლური ონალინ გაზეთი “il Mattino“ წერს, მადრიდში ყოფნისას “ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მადრიდის “რეალის“ პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან ერთად ივახშმა.
შეხვედრისას პრეზიდენტებმა ისაუბრეს თავითნი კლუბების დიდ და ხანგრძლივ მეგობრობაზე. ასევე დასმული იყო ხვიჩა კვარაცხელიას საკითხით, თუმცა დე ლაურენტისისთვის ფლორენტინო პერესს რაიმე კონკრეტული წინადადება არ შეუთავაზებია. ვახშამზე ასევე განიხილეს ბრაჰიმ დიასის პოტენციური ტრანსფერი ნაპოლიში.