"კვარაცხელია ფეხბურთის მომავალია" - რა კომენტარი გააკეთა "რეალის" შემტევმა » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ფეხბურთის მომავალია" - რა კომენტარი გააკეთა "რეალის" შემტევმა

"კვარაცხელია ფეხბურთის მომავალია" - რა კომენტარი გააკეთა "რეალის" შემტევმა
30-11-2023, 13:06
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტურში "ნაპოლი" ბერნაბეუზე "რეალს" დაუპირისპირდა, შეხვედრა მანპინძლების გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდგომ "რეალის" შემტევმა როდრიგო გოეშმა ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

"ჩემი აზრით, "ნაპოლიმ" დღეს უკეთ ითამაშა და მარტივი შეხვედრა ეს არ ყოფილა, კვარაცხელიამ და ოსიმენმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, ისინი ბელინგემთან და ჩემთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის მომავალნი არიან. - განაცხადა როდრიგომ.

შეგახსენებთ, რომ ამ შედეგით "რეალს" 15 ქულა დაუგროვდა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, "ნაპოლი" კი 7 ქულით მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს, "პარტენოპეი" ჯგუფში იმ შემთხვევაში ჩარჩება, თუ შინ ორ ბურთაინი უპირატესობით დამარცხდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი