Gazzeta, Calciomerato და სხვა ავტორიტეტული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით “მანჩესტერ სიტი”, “პსჟ”, “რეალი” და სხვა გრანდები ინტერესდებიან.
ინტერესის მიუხედავად უცვლელია "ნაპოლის" თავკაცების პოზიცია. ნეაპოლელები 21 წლის შემტევის გაშვებას არ აპირებენ და უფრო მეტიც, მალე მას ახალ კონტრაქტსაც კი შესთავაზებენ.
თუმცა, თუ რომელიმე გრანდი იტალიურ კლუბს ხვიჩას თაობაზე ოფიციალური წინდადებით მიმართავს, მათ 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევთ. ლაურენტისისთვის ქართველი 100 მილიონზე ნაკლებად არ გაიყიდება.
ასეთი თანხის გადახდას კი მხოლოდ “სიტი”, “პსჟ”, “რეალი”, “ბარსელონა” და რამდენიმე გრანდი თუ შეძლებს.