"კიმიხი ესპანეთში?!" - ტრანსფერი რეალურია » სპორტის ხაზი

"კიმიხი ესპანეთში?!" - ტრანსფერი რეალურია

"კიმიხი ესპანეთში?!" - ტრანსფერი რეალურია
28-11-2023, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური AS-ის ინფორმაციით, შესაძლოა მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი იოზუა კიმიხი "ბარსელონაში" გადავიდეს. წყაროს მიხედვით, ამ ტრანსფერის განხორციელება კატალონიურ კლუბს მომავალი წლის ზაფხულში სურს.

"ბლაუგრანა" ბუნდესლიგიდან რამდენიმე ფეხბურთელის ვარიანტს განიხილავს, თუმცა პრიორიტეტი გერმანელი ჩამშლელია. ჩავი უკვე ესაუბრა ფეხბურთელს და იგი კატალონიურ გრანდში გადასვლაზე თანახმაა.

28 წლის იოზუა "რეკორდმაისტერს" 2015 წელს "ლაიფციგიდან" შეუერთდა. გერმანიის ნაკრების წევრმა ამპლუა შეიცვალა და მარჯვენა მცველიდან ცენტრალურ ნახევარმცველად იქცა. კიმიხს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და transfermarkt-ზე ფეხბურთელის ღირებულება 75 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი