ნეაპოლელებს ორი ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ | ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა » სპორტის ხაზი

ნეაპოლელებს ორი ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ | ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა

ნეაპოლელებს ორი ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ | ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა
22-10-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ახალწვეულებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და კიმ მინ ჯემ, მოლოდინები იმაზე მეტად გაამართლეს, ვიდრე ვინმე მათგან ელოდა.

ორივე ფეხბურთელი უკვე პარტენოპეისთვის მნიშნველოვან დასაყრდენ ძალად იქცა, ამიტომ იტალიელებს მათი დაკარგვა არ სურთ. უფრო მეტიც, სამხრეთ კორეელს და ქართველ შემტევს ნეაპოლელები ახალ კონტრაქტსაც კი შესთავაზებენ.

როგორც Gazzetta.It წერს, ნეაპოლური კლუბი მზად არის ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ ჯეს ახალი კონტრაქტები შესთავაზოს და ამასთან ერთად, ანაზღაურებაც საგრძნობლად გაუზარდოს. ამით გუნდის წარმომადგენლებს სურთ ახალი კონტრაქტების საკითხი, რაც შეიძლება მალე მოაგვარონ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართველი ფეხბურთელის მონაგარი "ნაპოლის" მაისურით 14 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება კიმის, 25 წლის მცველმა ჩატარებულ 13 შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა.

ნეაპოლელებს ორი ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ | ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი