“გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს“ - ვილი სანიოლი » სპორტის ხაზი

“გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს“ - ვილი სანიოლი

“გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს“ - ვილი სანიოლი
3-11-2023, 03:43
Aa Aa
გაზიარება:

ნიონში, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგად, გადაწყდა, რომ პლეი-ოფის ფინალური მატჩი თბილისში გაიმართება.

"ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

10-15 წლის წინ, ლუქსემბურგი საფეხბურთო თვალსაზრისით დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა, ლუქსემბურგის ნაკრები გერმანიის და იტალიის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს.“
- ვილი სანიოლი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 21 მარტს, პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში დინამო არენაზე, ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი