გოგა ბითაძის ბრწყინვალე თამაში და გამარჯვება მოქმედ ჩემპიონთან » სპორტის ხაზი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე თამაში და გამარჯვება მოქმედ ჩემპიონთან

გოგა ბითაძის ბრწყინვალე თამაში და გამარჯვება მოქმედ ჩემპიონთან
23-11-2023, 16:43
Aa Aa
გაზიარება:

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი მოგებათა სერიას აგრძელებს.

ფლორიდელებმა ამჯერად მოქმედ ჩემპიონ, დენვერ ნაგეთს 124:119 მოუგეს და გამარჯვებში დიდი წვლილი გოგა ბითაძემ შეიტანა, რომელმაც ნიკოლა იოკიჩის წინააღმდეგ პარკეტზე 32 წუთი გაატარა და ამ დროში 6 ქულას, 12 მოხსნას (3 შეტევაში), 2 ასისტს და 1 დაფარებას მოუყარა თავი, რაც მოქმედი ფინალების MVP-ის წინააღმდეგ შესანიშნავი მაჩვენებელია.

შეხვედრა საბოლოო ჯამში დაძაბული აღმოჩნდა, ბოლო მეოთხედამდე გუნდები თანაბრად მიდიოდნენ, თუმცა ორლანდომ კარგი ხასიათი გამოვლინა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიოპოვა.

დენვერის მხრიდან საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, სერბმა 30 ქულა, 13 მოხსნა და 12 პასი მოაგროვა.

რაც შეეხება ორლანდოს, აქ საუკეთესო 27 ქულით ფრანც ვაგნერი იყო.

ფლორიდელებმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგეს და აღმოსავლეთ კომფერენციაში მე-3 ადგილს იკავებენ, გოგას გუნდს შემდეგ შეხვედრაში კიდევ ერთი გამოცდა ელის, ამჯერად მათი მეტოქე ბოსტონ სელტიქსი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი