"თვალტანადი გლდანელი, ვიწრო ჩოხა შემოწურული, სწორედ გმირსა ჰგავს" - ვინ იყო კულა გლდანელი და რა აკავშირებდა ვაჟა-ფშაველასთან? » სპორტის ხაზი

"თვალტანადი გლდანელი, ვიწრო ჩოხა შემოწურული, სწორედ გმირსა ჰგავს" - ვინ იყო კულა გლდანელი და რა აკავშირებდა ვაჟა-ფშაველასთან?

"თვალტანადი გლდანელი, ვიწრო ჩოხა შემოწურული, სწორედ გმირსა ჰგავს" - ვინ იყო კულა გლდანელი და რა აკავშირებდა ვაჟა-ფშაველასთან?
22-11-2023, 22:23
Aa Aa
გაზიარება:

თუ ძვე­ლი თბი­ლი­სის ამ­ბე­ბით ერთხელ მა­ინც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ხართ, ალ­ბათ აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ეყ­რე­ბო­დით კულა გლ­და­ნე­ლის - ლე­გენ­და­რუ­ლი თბი­ლი­სე­ლი ფა­ლავ­ნის სა­ხელს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მის შე­სა­ხებ ცნო­ბებს ძვე­ლი ქარ­თუ­ლი პრე­სის ფურ­ცლებ­ზეც ხში­რად წა­ა­წყდე­ბო­დით.

"მშვე­ნი­ე­რი, თვალ­ტა­ნა­დი გლ­და­ნე­ლი, ვიწ­რო ჩოხა შე­მო­წუ­რუ­ლი, სწო­რედ გმირ­სა ჰგავს, რო­დე­საც გა­მო­ვა მო­ე­დან­ზე. მისი ამა­ყი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი სი­ა­რუ­ლი, მე­დი­დუ­რი მიხვრა-მოხვრა, გა­ნი­ე­რი და ძარ­ღვი­ა­ნი გულ-მკერ­დი, მარ­თლაც სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვია“ - წერ­და გა­ზე­თი "დრო­ე­ბა" (N 202, 1882 წელი).

"ორი-სამი თვეა, რაც პირ­ვე­ლად გა­ით­ქვა გლ­და­ნე­ლის სა­ხე­ლი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც კი ჩვენ­ში სა­უ­კე­თე­სო მო­ჭი­და­ვე­ე­ბი იყო, ყვე­ლა და­ა­მარ­ცხა, გა­ლა­ხა. ელი­ზო­ვი, თი­ო­ნე­ლი, კა­ხე­ლი, რე­ნე­ლი, სი­სა­კა ავ­ლაბ­რე­ლი - ჭი­და­ო­ბის უს­ტა­ბა­შე­ბი დღეს აღარ იხ­სე­ნი­ე­ბი­ან; ამათ გარ­და ათი­ოდ სხვე­ბიც გა­ლა­ხა სულ ამა­ვე გლ­და­ნელ­მა. ამ­ბო­ბენ, ამის ტოლი მო­ჭი­და­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა აღარ მო­ი­პო­ვე­ბაო“ ("დრო­ე­ბა“ 1982, 16 ივ­ნი­სი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი