ზამთარში “ მანჩესტერი“ და “არსენალი“ “სანტოსის“ ფეხბურთელის დამატებას ეცდებიან » სპორტის ხაზი

ზამთარში “ მანჩესტერი“ და “არსენალი“ “სანტოსის“ ფეხბურთელის დამატებას ეცდებიან

ზამთარში “ მანჩესტერი“ და “არსენალი“ “სანტოსის“ ფეხბურთელის დამატებას ეცდებიან
21-11-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც 20 წლის ბრაზილიელი ცენტრ ფორვარდის მარკოს ლეონარდოს აგენტი ამბობს, მისი კლიენტი დიდი ალბათობით ზამთარში ბრაზილიას დატოვებს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდი თამაშს.

“სანტოსის“ ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ინგლისური გუნდები, კერძოდ კი “არსენალი“ და “მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენენ. სწორედ ისინი ეცდებიან ზამთარში ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდის გადაბირებას.

მარკოს ლეონარდო ბრაზილიის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მას მიმდინარე ჩემპიონატის 27 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

ლეონარდოს ჯერ ბრაზილიის ნაკრებში თავის დამკვიდრების შანსი არ მისცემია, თუმცა მას 20-წლამდელთა გუნდში 7 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი

გერმანული „transfermarkt“ ბრაზილიელს 17 მილიონ ევროდ აფასებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი