როგორც “Sky Sport DE“ იუწყება, მსოფლიოს ჩემპიონმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძლება ინგლისი დატოვოს და სათამაშოდ გერმანიაში გადავიდეს.
ფრანგი მცველით მიუნხენის “ბაიერნია“ დაინტერესებული, თუმცა ჯერ-ჯერობით საქმე ოფიციალურ შეთავაზებამდე არ მისულა.
ტრანსფერის სავარაუდო თანხა 17 მილიონი ევროა.
ვარანი მანჩესტერ “იუნაიტედში“ 2021 წელს მადრიდის “რეალიდან“ გადავიდა, მიმდინარე სეზონში ფრანგ ცენტრალურ მცველს ყველა ტურნირზე 12 მატჩი მოუგროვდა, სადაც 1 გოლის გატანა შეძლო.