ხვიჩა კვარაცხელია ნახევარფინალში ვერ დაგვეხმარება - რატომ? » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია ნახევარფინალში ვერ დაგვეხმარება - რატომ?

ხვიჩა კვარაცხელია ნახევარფინალში ვერ დაგვეხმარება - რატომ?
21-11-2023, 13:28
Aa Aa
გაზიარება:

რატომ მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ დისკვალიფიკაცია და სად იმალებოდა საფრთხე, რომელსაც, ვერ ავცდით. ოფიციალური ინფორმაციით, 21 მარტს გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, გუნდს უპირობო ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდება.

საქმე ეხება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის (და არა ერთა ლიგის) დასკვნით ეტაპს, რომელიც პლეი-ოფის სისტემით იმართება. მთავარია, კარგად გავერკვეთ ამ ორი ტურნირის სპეციფიკაში, შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევასაც განვიხილავთ.

ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ერთა ლიგის ტურნირზე, საქართველო B ლიგაში აღზევდება და უფრო ძლიერ გუნდებს შეერკინება - თუმცა ეს მომავალში მოხდება.

მანამდე კი, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, პლეი-ოფში გადაინაცვლებს


რატომ არ აქვს ხვიჩა კვარაცხელიას 21 მარტს თამაშის უფლება?
იმიტომ, რომ ჯგუფურ ტურნირზე, ხვიჩამ 3 ყვითელი ბარათი ესპანეთთან თბილისში გამართულ, შოტლანდიასა და ესპანეთთან (გასვლაზე) გამართულ შეხვედრებში მიიღო. ეს ყვითელი ბარათები კი, ავტომატურად, პლეი-ოფის სისტემაში კვარაცხელიას დისკვალიფიკაციას ანიჭებს.

არასწორი იყო შეხედულება, რომ თითქოს, მარტის პლეი-ოფ მატჩები ერთა ლიგას ეკუთვნოდა. არა, ერთა ლიგა უკვე დასრულებულია და მისი გამარჯვებული ესპანეთის ნაკრებია. ერთა ლიგამ, უბრალოდ, საქართველოს მისცა საშუალება, რომ დამატებითი გზით ებრძოლა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი