ჯოკოვიჩი შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია » სპორტის ხაზი

ჯოკოვიჩი შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია

ჯოკოვიჩი შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია
19-11-2023, 01:37
Aa Aa
გაზიარება:

ტურინში შემაჯამებელი ტურნირის მეორე ფინალისტის ვინაობაც ცნობილია.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარლოს ალკარასი ორ სეტში აუღელვებლად 6:3 6:2 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ამ ტურნირის ფინალს ითამაშებს.

ფინალში 19 ნოემბერს იტალიელ იანიკ სინერს დაუპირისპირდება, რომელმაც ნოლე ჯგუფურ ეტაპზე სამ სეტიან თრილერში დაამარცხა და საუცხოო ფორმაშია.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი მეშვიდე და სარეკორდო შემაჯამებელი ტურნირის ცდილობს, რათა ამ შედეგით ლეგენდარულ როჯერ ფედერერს გადაასწროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი