საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთთან გამართავს.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი უკვე ვალიადოლიდშია და შეხვედრას 19 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავს.
საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან ერთი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება, ლევან შენგელია შოტლანდიასთან მიღებული დაზიანების გამო იძულებულია თამაში გამოტოვოს.
შეგახსენებთ, რომ ამ შეხვდრას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინაიდან ესპანეთი და შოტლანდია ჯგუფიდან უკვე გავიდნენ, ხოლო საქართველო 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და ვალიადოლიდში რევანშზე ფიქრით და პლეიოფებისთვის განწყობის გაუმჯობესებისთვის ღირს ბრძოლა.