"ეს ესპანეთი მათი საუკეთესო წლების გუნდასაც მირჩევნია" - თემურ ქეცბაია » სპორტის ხაზი

"ეს ესპანეთი მათი საუკეთესო წლების გუნდასაც მირჩევნია" - თემურ ქეცბაია

"ეს ესპანეთი მათი საუკეთესო წლების გუნდასაც მირჩევნია" - თემურ ქეცბაია
18-11-2023, 13:16
Aa Aa
გაზიარება:

კვირპროსის ნაკრებმა სახლში ესპანეთი მიიღო და ანგარიშით 3:1 დამარცხდა, შეხვედრის შემდეგ თემურ ქეცბაია პრესას შეხვდა და საინტერესო განცხადებები გააკეთა.

ძირითადი აქცენტი მან ესპანელების სიძლიერეზე გააკეთა და განაცხადა რომ ეს ესპანეთის ნაკრები ძველ 2008 და 2012 წლებში ყველაფრის მომგებ ნაკრებს რაღაცით სჯობს კიდეც.

"ეს ნაკრები ფლანგებიდანაც ბევრს უტევს და უკეთესი რამ აქვს ვიდრე იმ გუნდებს, აგრეთვე ისინი ამ ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტები არიან" - განაცხადა ქეცბაია.

როგორც ჩანს, ქართველი სპეციალისტი ესპანეთით მოიხიბლა და მართლაც, ეს გუნდი შედეგებით კარგად გამოიყურება, რაც შეეხება კვიპროს, მათ ასპარეზობა 0 ქულით დაასრულეს და გუნდში საკადრო პრობლემებია.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაიას ნაქებ ესპანეთს, საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს სტუმრად ეთამაშება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი