ფინანსური დარღვევების გამო "ევერტონი" მძიმედ დაისაჯა. » სპორტის ხაზი

ფინანსური დარღვევების გამო "ევერტონი" მძიმედ დაისაჯა.

ფინანსური დარღვევების გამო "ევერტონი" მძიმედ დაისაჯა.
17-11-2023, 20:33
Aa Aa
გაზიარება:

მერსისაიდის ლურჯ მხარეში "ევერტონისთვის" საზარელი გადაწყვეტილება მიიღეს, ფინანსური ფეერპლეის დარღვევის ბრალდებით გუნდს 10 ქულა დააკლეს.

"ევერტონი" ამ გადაწყვეტილებით გათამაშების ბოლო ადგილე აღმოჩნდა.

კლუბი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და უმოკლეს დროში სასამართლოში სარჩელს შეიტანს, აგრეთვე ლიგის სანქციას თავად ლივერპულის მერიც არ ეთანხმება და კლუბს მხარდაჭერას უცხადებს.

აუდიტის ცნობით გუნდს სამი წლის მანძილზე ნეგატიური ბალანსი მაქსიმუმ 105 მილიონი ფუნტი შეიძლება ჰქონდეს, "ევერტონის" შემთხვევაში დავალიანება 124 მილიონს აჭარბებდა და შესაბამისად კლუბი 10 ქულის დაკლებით დაისაჯა.

"ევერტონის" ფინანსები ახალი სტადიონის მშენებლობას ხმარდება, რომლის სახელის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით აპირებდა კლუბი ვალების გასტუმრებას, მაგრამ ინვესნტორი, რომელსაც ფული უნდა გადაეხადა, რუსი ოლიგარქია და სანქცირებულთა სიაში მოხვდა, "ევერტონი" კი უფულოდ დარჩა.

ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი სასჯელი "პორტსმუნდს" მიუღია, მათ 9 ქულა დააკლეს. გამოძიებათა საგა ამით არ სრულდება, ლიგა "ჩელსის" და მანჩესტერ "სიტის" საქმეებსაც იკვლევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი