იტალიური მედია: "მაცარიმ ძველებური კვარა და ოსიმენი უნდა დააბრუნოს" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "მაცარიმ ძველებური კვარა და ოსიმენი უნდა დააბრუნოს"

იტალიური მედია: "მაცარიმ ძველებური კვარა და ოსიმენი უნდა დააბრუნოს"
16-11-2023, 15:13
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ "ნაპოლიმ" რუდი გარსია მთავრი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, მის შემცველად კი 62 წლის იტალიელი სპეციალისტი ვალტერ მაცარი დანიშნეს.

იტალიური მედია მაცარის გეგმებსა და გუნდის კრიზისიდან დახსნის გზებზე საუბრობს

"მაცარიმ ხვიჩა და ოსიმენის დუეტი უნდა დააბრუნოს, ისე როგორც ეს მაშინ კავანი ლავეცის დუეტზე გააკეთა, ეს ორი ფეხბურთელი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ნაპოლის წინა სეზონში მოპოვებული ჩემპიონობა სწორედ ამ ორის დამსახურებაა და თუ იმავეს გამეორება სურთ მაშინ კვარაცხელიაც და ოსიმენიც საუკეთესო ფორმაში უნდა მოვიდნენ.

"ნაპოლის" წინ რთული კალენდარი ელის და აქ უნდა გამოჩნდეს მათი ლიდერული თვისებები და მაცარის უნარები" - წერია ცნობილ იტალიურ სააგენტო Football News 24-ში.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" 12 ტურის შემდეგ სერია A-ში მეოთხე ადგილს იკავებს და ოირველ ადგილოსან ინტერს 10 ქულით ჩამორჩება, რაც უკვე სერიოზული ჰანდიკაპია. მაცარის გუნდი ახალ მწვეთნელთან ერთად პირველ შეხვედრას, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 25 ნოემბერს, სტუმრად, ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი