"კვარაცხელიას გაყიდვის სურვილი.." - რა თქვა ნეაპოლური გუნდის სპორტულმა დირექტორმა? » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას გაყიდვის სურვილი.." - რა თქვა ნეაპოლური გუნდის სპორტულმა დირექტორმა?

"კვარაცხელიას გაყიდვის სურვილი.." - რა თქვა ნეაპოლური გუნდის სპორტულმა დირექტორმა?
21-10-2022, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯიუნტოლი რუსულ სპორტულ გამოცემას, კერძოდ Sport Express-ს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გავრცელებულ სატრანსფერო სიახლეებზე ესაუბრა და მკაფიოდ განმარტა:

"ყველა არსებული ინფორმაცია, რომელიც კვარაცხელიას სხვა კლუბში ტრანსფერს შეეხება არარეალურია, რადგან ჩვენ მისი გაყიდვის არანაირი სურვილი არ გვაქვს.". გარდა ამისა, CaughtOffside-სთან ისაუბრა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ და მანაც თქვა, რომ იტალიური გუნდი კვარაცხელიასთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს და მის დათმობას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი