პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა - დანიილ მედვედევი შემაჯამებელი ტურნირის შემდეგ ეტაპზეა » სპორტის ხაზი

პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა - დანიილ მედვედევი შემაჯამებელი ტურნირის შემდეგ ეტაპზეა

პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა - დანიილ მედვედევი შემაჯამებელი ტურნირის შემდეგ ეტაპზეა
16-11-2023, 01:59
Aa Aa
გაზიარება:

ტურინში მიმდინარე ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე სათამაშო ტური დაიწყო და პირველი ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა და ამ სეზონის ყველაზე ტიტულოვანმა(5) ჩოგბურთელმა, დანიილ მედვედევმა ალექსანდრ ზვერევის დამარცხებით საგზური გაინაღდა.

მედვედევმა გერმანელი ჩოგბურთელი, მარტივად, ორ სეტში 7:6 6:4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე განაგრძობს ასპარეზობას.

ამ ჯგუფიდან კიდევ ერთი ჩოგბურთელი უნდა გამოვლინდეს, რომელიც ნახევარ ფინალში ითამაშებს და საგზურს კარლოს ალკარასი და ალექსანდრ ზვერევი გაიყოფენ, ამ მომენტისათვის მათი რეკორდი 1 მოგება და 1 წაგებაა, თუ ზვერევი თავის შეხვედრას მოუგებს ანდრეი რუბლოვს, მაშინ გერმანელი გავა, რადგან ალკარასთან ურთიერთ შეხვედრა მოგებული აქვს, თავის მხრივ ალკარასს მედვედევის დამარცხება მოუწევს, რაც იოლი ამოცანა არ გახლავთ, მედვედევმა მას ბოლოს ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალიც მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის ბედი ზეგ გაირკვევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი