"მამარდაშვილმა ფლორენტინო პერეს იმედები გაუცრუა" - Defensacentral » სპორტის ხაზი

"მამარდაშვილმა ფლორენტინო პერეს იმედები გაუცრუა" - Defensacentral

"მამარდაშვილმა ფლორენტინო პერეს იმედები გაუცრუა" - Defensacentral
15-11-2023, 17:02
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე "რეალს" ტიბო კურტუა დაემტვრა და მადრიდელებმა მისი შემცვლელი სასწრაფოდ ძებნა დაიწყეს, ფლორენტინო პერესმა მამარდაშვილის შეძენა სცადა თუმცა მისი შეთავაზება "ღამურებმა" დაბლოკეს და მადრიდელებმაც კეპა დაიმატეს.

მიუხედავად ამისა ფლორენტინო პერესი ამ დრომდე მაინც მოხიბლული იყო მამარდაშვილის ვარიანტით, თუმცა როგორც ესპანური გამოცემა Defensacentral იუწყება ფლორენტინოს გიორგის სამომავლო შეძენა უკანასკნელმა შეხვედრამ გადააფიქრებინა, მადრიდელებმა მამარდას 5 გოლი გაუტანეს და აქედან ერთი გიორგის უშუალო შეცდომას მოჰყვა, რაც ფორენტინოს თვალში მოხვდა და მამარდაშვილზე შთაბეჭდილება დაეკარგა.

გამოცემა იმასაც იუწყება, რომ მამარდაშვილისთვის "რეალის" კარი სამუდამოდ დაიკეტა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს რადგან გიორგი მაინც უდიდეს ტალანტად რჩება და მას შეუძლია გახდეს "ვალენსიას" ლეგენდა ანდაც უფრო დიდ გუნდში აიწყოს კარიერა.

შეგახსნებთ, რომ "ვალენსია" 13 ტურის შემდეგ ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს, ხოლო რეალი მეორე ადგილზეა და გათამაშების ლიდერ "ჟირონას" ორი ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.