"ვირტუსმა" "მილანი" დაამარცხა - შენგელია ისევ კარგი იყო » სპორტის ხაზი

"ვირტუსმა" "მილანი" დაამარცხა - შენგელია ისევ კარგი იყო

"ვირტუსმა" "მილანი" დაამარცხა - შენგელია ისევ კარგი იყო
15-11-2023, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ევროლიგაზე მილანს სძლია და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა. ბოლონიელებმა შინ მილანი დაძაბულ ბრძოლაში 86:79 დაამარცხეს.

ისევე როგორც წინა მატჩებში, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ. მის ანგარიშზე 28 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა დაფიქსირდა. ბოლონიელთაგან მასზე მეტი მხოლოდ დანიელმა იფე ლუნდბერგმა ჩააგდო – 18 ქულა.

„ვირტუსს“ ევროლიგაზე 6 მოგება და 2 წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრას კი 17 ნოემბერს პანათინაიკოსთან სტუმრად გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.