"თავიდან მარჯვენა-მცველად ათამაშებდნენ" - რევიშვილის საინტერესო ინტერვიუ კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"თავიდან მარჯვენა-მცველად ათამაშებდნენ" - რევიშვილის საინტერესო ინტერვიუ კვარაცხელიაზე

"თავიდან მარჯვენა-მცველად ათამაშებდნენ" - რევიშვილის საინტერესო ინტერვიუ კვარაცხელიაზე
15-11-2023, 00:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო აგენტად მუშაობს, რუსულ მედიასთან ინტრერვიუ ჩაწერა, სადაც მან ნაპოლის შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

- ხვიჩა საქმეში პირველად როდის ნახეთ?

ექვსი-შვიდი წლის წინ, როდესაც კარიერის ბოლო წლებს დინამო თბილისში ვატარებდი. ხვიჩა მაშინ 15 წლის იყო და ძირითად გუნდში პირველ ნაბიჯებს დგამდა. არ დაიჯერებთ, მაგრამ თავიდან მას მარჯვენა მცველად ათამაშებდნენ. ასევე, საყრდენის პოზიციაზეც თამაშობდა. ის იმდენად ნიჭიერია, რომ მეკარედაც კი შეძლებდა თამაშს.

- როდის მიხვდით, რომ ხვიჩასგან ტოპ-ფეხბურთელი დადგებოდა?

როდესაც მოსკოვის ლოკომოტივში გადავიდა. იქ გამოჩნდა, რომ კიკნაძე ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა - ხვიჩას გაშვება დიდი შესცდომა. კვარაცხელიას განვითარებაში უდიდესი წვლილი სწორედ სიომინმა შეიტანა და არა სლუცკიმ. იურიმ მას თავისუფლება მისცა და ჩარჩოებს არ უწესებდა. სლუცკი ამბობდა, რომ ხვიჩას შესაძლებლობებს საზღვარი არ ჰქონდა? ეს ისედაც უკვე ყველასთვის ნათელი იყო. პროგრესი, რომელიც მან ლეონიდთან განიცადა, ნებისმიერთან ექნებოდა. არ ვფიქრობ, რომ ლეონიდ ვიქტოროვიჩმა მასზე რაიმე გავლენა იქონია.


- მაგრამ ხვიჩა მასთან თამაშობდა და არა შარონოვთან, მაგალითად.

ადრე თუ გვიან რომა მას შემადგენლობაში აუცილებლად დააყენებდა, ეს გარდაუვალი იყო. უბრალოდ ის ადრე გაათავისუფლეს. ხვიჩა ნებისმიერ მწვრთნელთან ითამაშებდა. ის იყო ქცევისა და პროფესიონალიზმის მაგალითი – ყაზანში ბაზაზე ცხოვრობდა, არ გამოდიოდა გარეთ, არ დადიოდა წვეულებებზე. ხვიჩას ყველანი ბოლომდე ვენდობით. ის მოკრძალებული, კეთილი ბიჭია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დინამო თბილისის დატოვების შემდეგ, მოსკოვის ლოკომოტივსა და ყაზანის რუბინში ითამაშა. 2022 წლის ზაფხულში კი ის ნაპოლიმ 10 მილიონ ევროდ შეიძინა და პირველივე სეზონში ქართველმა შემტევმა თავისი თამაშით მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ის სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ასისტენტი და ფეხბურთელი გახდა. ასევე, უეფამ კვარა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა. 2023 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის კი ხვიჩამ მე-17 ადგილი დაიკავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.