"მნიშვნელოვანია, რომ წელი კარგად დავასრულოთ" - ნაკრების ვარჯიში შოტლანდიასთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"მნიშვნელოვანია, რომ წელი კარგად დავასრულოთ" - ნაკრების ვარჯიში შოტლანდიასთან მატჩამდე

"მნიშვნელოვანია, რომ წელი კარგად დავასრულოთ" - ნაკრების ვარჯიში შოტლანდიასთან მატჩამდე
14-11-2023, 21:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს თბილისში, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

14 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "წლის ბოლო შეკრებაა და მნიშვნელოვანია, რომ წელი კარგად დავასრულოთ. ფეხბურთელები მზად არიან და ითავისებენ ამას. ბოლო შეხვედრაა მარტის შეკრებამდე და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველაფერი კარგად იყოს. მარტამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა მნიშვნელოვანია შეკრების კარგი განწყობით დასრულება.

გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. ვთხოვ მაყურებელს, რომ მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახლში ყველა ბედნიერი დაბრუნდეს
"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი