საფეხბურთო სტატისტიკური გვერდის Whoscored-ის მიხედვით გამოქვეყნდა მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები, მათი საშუალო შეფასების მიხედვით.
ხვიჩა კვარაცხელია წელსაც ხუთეულშია.
10 ბალიანი სისტემით კვარაცხელიას 7.5 აქვს შეფასება და რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.
ხუთეული კი ასე გამოიყურება:
1.მატიას სულე (ფროზინონე) – 7.86
2.ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.73
3.ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) – 7.55
4.ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.50
5.მარკუს ტურამი (ინტერი) – 7.48
აღსანიშნავია რომ რეიტინგში 4 ფეხბურთელი "ინტერიდან" მოხვდა ნერაძური სერია A-ს ლიდერობს და ინდივიდუალურ მხარესთან ერთად გუნდიც საკმაოდ კარგად გამოიყურება.
რაც შეეხება ნაპოლის, გუნდმა ბოლო ტურში "ემპოლისთან" წააგო და ცხრილში მეოთხე ადგილს იკვავებს