"მარსელინო ბრუნდება" - ესპანელი "ვილიარეალს" ჩაიბარებს » სპორტის ხაზი

"მარსელინო ბრუნდება" - ესპანელი "ვილიარეალს" ჩაიბარებს

"მარსელინო ბრუნდება" - ესპანელი "ვილიარეალს" ჩაიბარებს
14-11-2023, 16:17
Aa Aa
გაზიარება:

კიკე სეტიენისა და პაკეტას შემდეგ ვილიარეალს მიმდინარე სეზონში უკვე მესამე მწვრთნელი ეყოლება - 58 წლის მარსელინიო კასტელონურ გუნდში 7 წლის შემდეგ დაბრუნდა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

მარსელინიოს "ვილიარეალი" მოედანზე 379-ჯერ გაუყვანია, საიდანაც 156-ში, გუნდმა გამარჯვება იზეიმა.. "ვილიარეალში" ესპანელმა თითქმის 4 წელი გაატარა, კლუბი უმაღლეს დივიზიონში დააბრუნა და ზედიზედ 3-ჯერ ევროთასებზეც გაიყვანა. მარსელინიოსთან ერთად "ვილიარეალმა" ევროპა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა და 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა. ვილიარეალიდან წასვლის შემდეგ 58 წლის სპეციალისტმა "ვალენსია", "ბილბაო" და "მარსელი" გაწვრთნა. .

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 ტურის შემდეგ, ვილიარეალს 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი