სტივენ ჯერარდი "ასტონ ვილას" მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს | დეტალები » სპორტის ხაზი

სტივენ ჯერარდი "ასტონ ვილას" მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს | დეტალები

სტივენ ჯერარდი "ასტონ ვილას" მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს | დეტალები
21-10-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ, სტივენ ჯერარდის "ასტონ ვილა" "ფულჰემს" გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა. გარდა ამ წაგებისა, სტივიჯის გუნდი აშკარად ცუდ ფორმაში იმყოფებოდა, რასაც მათი სატურნირო მდგომარეობაც ადასტურებს. დღევანდელი მონაცემებით, "ასტონ ვილა" გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 პოზიციით აღემატება. ისინი მე-17 ადგილზე 9 ქულით იმყოფებიან.

სწორედ ასეთი ცუდი შედეგების გამო, "ასტონ ვილას" ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ჯერარდისთვის მიცემული ვადა ამოიწურა და ინგლისელი სპეციალისტი თანამდებობიდან დაითხოვეს: "გვსურს, რომ სტივენს მადლობა გადავუხადოთ შრომისმოყვარეობისა და ერთგულებისთვის და ასევე წარმატებები ვუსურვოთ მას მომავალში." - თქვა კლუბის სპიკერმა.

ჯერარდის "ასტონ ვილას" ინგლისის ჩემპიონატის 11 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოგება ჰქონდა, რასაც თან ერთვოდა 3 ფრე და 6 წაგება. აღსანიშნავია, რომ გუშინდელი მარცხის დროს, "ასტონ ვილას" გულშემატკივრები ტრიბუნებზე ყვიროდნენ, რომ სტივენ ჯერარდი უნდა წასულიყო და მას დილით გაათავისუფლებდნენ. როგორც ჩანს, გულშემატკივართა წინასწარმეტყველება ზუსტად ასრულდა და სტივიჯი დაკავებული თანამდებობიდან მოხსნეს.

ესეც ჯერარდის კომენტარი: "მე მებრძოლი კაცი ვარ და არასდროს გავრბივარ არც ფეხბურთიდან და არც ცხოვრებიდან, თუმცა მესმის მათი იმედგაცრუების. ეს ღამე ჩემთვის ძალიან მძიმე იყო."

ის, თუ ვინ დაინიშნება ინგლისური კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად ჯერჯერობით უცნობია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი