გერმანული გამოცემა HNA თბილისში ფიბა ევროპის თასის ეგიდით გამართულ "თსუ-სა" და "გიოტინგენის" (85:86) მატჩს ეხმაურება...
"გოტინგენი გერმანიაში ურთულესი მგზავრობის შემდეგ დაბრუნდა, რომლის განმავლობაშიც 7 ათასზე მეტი კილომეტრის დაფარვა მოუწია. არანაკლებ მძიმე გამოდგა უშუალოდ მატჩი, რომელშიც ნამდვილი ტრილერი გათამაშდა, არადა, თამაშის მიმდინარეობა ამას არ მოასწავებდა.
მე-3 მეოთხედის შუაწელს გოტინგენი თსუ-ს 17 ქულის სხვაობით – 60:43 ამარცხებდა და თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი სჩანდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. ქართველებმა ჩვენი გუნდის დაცვა ისე გაგლიჯეს, როგორც თავიანთი კავკასიური მწვადი. უპირველეს ყოვლისა, ეს, რატი ანდრონიკაშვილს ეხება, რომელმაც 31-დან 27 ქულა მე-2 ტაიმში ჩააგდო." - წერენ გერმანელები.
"თბილისს ის გუნდი ჰყავს, რომელიც არასდროს ნებდება. ეს მათთვის ჯგუფიდან გასვლის ბოლო შანსი იყო და მოგებისთვის ყველაფერი გაიღეს, ჩვენ კი, მათი გაქცევა გაგვეპარა და ბოლო წუთებზე თავი ურთულეს მდგომარეობაში ჩავიყენეთ. საბედნიეროდ, დეონდრე ბარნსმა გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო. ის გუნდში სწორედ ამიტომ გვყავს" - ამბობს გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლივიე ფუკარი.
ცნობისთვის, "თსუ-ს" ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 1 მოგება აქვს და ხსენებული გოტინგენისა და ჯგუფში მე-3 პოზიცია უკავია, ბოლო ადგილზე კვიპროსული "კერავნოსია", რომელსაც ქართული კლუბი 15 ნოემბერს ნიქოზიაში ესტუმრება, უკანასკნელი მატჩი კი 22 ნოემბერს, თბილისში, იტალიურ "ვარეზესთან" გაიმართება.