"წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ისაა" - ფედელე "ნაპოლის" თამაშს აფასებს » სპორტის ხაზი

"წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ისაა" - ფედელე "ნაპოლის" თამაშს აფასებს

"წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ისაა" - ფედელე "ნაპოლის" თამაშს აფასებს
10-11-2023, 13:13
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და ბერლინის "უნიონის" (1:1) მატჩი შეაფასა.

იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ეგოისტურად თამაშობს.

"ნაპოლის" გულშემატკივარში არსებობს ის აზრი, რომ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა, რა თქმა უნდა, ნეაპოლელთა წარმატების საიდუმლო ლუჩანო სპალეტი იყო.

რა შეიცვალა კვარაცხელიასა და დი ლორენცოსთვის? ეს უკანასკნელი იმავე სტილით თამაშობს და შეტევაში აქტიურად ერთვება, თუმცა სივრცეებს, რომლებიც უკან რჩება, არავინ აკონტროლებს. კვარაცხელია ამ მომენტისთვის ძალიან ეგოისტურად თამაშობს. ასე არ შეიძლება. იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელი საკუთარ თავზე წინ დააყენოს, ბურთის მიღებისთანავე დრიბლინგს იწყებს და არაფერი გამოსდის, თუმცა წარუმატებლობის მთავარი მიზეზი რუდი გარსიაა.

ფრანგმა სპეციალისტმა სპალეტის მიერ დანერგილი სისტემა შეცვალა, გარსია ცვლილებებსაც აგვიანებს და გუნდის ორგანიზებასაც ვერ ახერხებს"
- ამბობს ფედელე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი