საუთგეითმა მოახლოებული მატჩებისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა » სპორტის ხაზი

საუთგეითმა მოახლოებული მატჩებისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საუთგეითმა მოახლოებული მატჩებისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
10-11-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის (მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია) ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუთგეითმა "სამი ლომის" შემადგენლობა დაასახელა.

ინგლისელებმა უკვე მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური, რომელიც 2024 წელს გერმანიაში გაიმართება, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ბოლო საერთაშორისო მატჩში იტალია ანგარიშით 3-1 დაამარცხეს.

საუთგეიტის ბიჭები მალტას უემბლიზე უმასპინძლებენ მომავალ პარასკევს,ორშაბათს კი, 20 ნოემბერს, სკოპიეში ტოშე პროესკის არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან.

სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები : სემ ჯონსტოუნი, ჯორდან პიქფორდი, აარონ რამსდეილი.

მცველები: ლევი კოლვილი, ლუის დანკი, მარკ გუეჰი, ჰარი მაგუაირი, ფიკაიო ტომორი, კირან ტრიპიერი, კაილ უოკერი

ნახევარმცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ჯუდ ბელინგემი, კონორ გალაჰერი, ჯორდან ჰენდერსონი, კალვინ ფილიპსი, დეკლან რაისი

თავდამსხმელები: ჯაროდ ბოუენი, ფილ ფოდენი, ჯეკ გრილიში, ჰარი კეინი, ჯეიმს მედისონი, მარკუს რაშფორდი, ბუკაიო საკა, ოლი უოტკინსი, კალუმ უილსონი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი