[VIDEO] "როგორი თავმდაბალი ადამიანია" | აცრემლებული ჟურნალისტი და საოცარი კადრები » სპორტის ხაზი

[VIDEO] "როგორი თავმდაბალი ადამიანია" | აცრემლებული ჟურნალისტი და საოცარი კადრები

[VIDEO] "როგორი თავმდაბალი ადამიანია" | აცრემლებული ჟურნალისტი და საოცარი კადრები
21-10-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ლათინო ამერიკულმა გამოცემამ, კერძოდ DirecTV Sports-მა ლათინო ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გამორჩეულ ფეხბურთელთან, ლეო მესისთან ინტერვიუ დაგეგმა, რომელიც შემდგომში არგენტინელმა ჟურნალისტმა, პაბლო ჟირალტმა ჩაწერა.

პაბლო ჟირალტმა ლეო მესისთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატსა და არგენტინის ნაკრების შესახებ ისაუბრა, რა დროსაც ჟურნალისტს ემოციურობამ სძლია და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა: "მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ შენ შეგხვედროდი და ეს გამეკეთებინა, არ მეგონა თუ გამიმართლებდა" - თქვა აცრემლებულმა ჟურნალისტმა, გაოგნებულმა ლეომ კი მისი დამშვიდება მეგობრული ჟესტით სცადა (იხილეთ ვიდეო).

ჟურნალისტის დამშვიდების შემდეგ, ლეო მესიმ თქვა: "დიდი მადლობა. აღფრთოვანებული ვარ, რომ შენნაირი ადამიანების გულის მოგება შემიძლია. როგორც არგენტინაში, ისე მსოფლიოში ბევრი ადამიანია, ვინც მხარს ყოველთვის მიჭერს როგორც ფეხბურთელს, ისე უბრალოდ ადამიანს და ამას ძალიან ვაფასებ. მადლობელი ვარ ამ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენ მაძლევთ."

არგენტინელმა ვარსკვლავმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებზეც ისაუბრა: "ფავორიტები? - ალბათ, ბრაზილია და საფრანგეთი, რადგან მათ ერთი ჩამოყალიბებული ბირთვი საკმაოდ დიდი ხანია ჰყავთ. მიუხედავად საფრანგეთის ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისა, მათ რამდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე ჰყავთ. აგრეთვე, ორივე გუნდის სათავეში დიდებული მწვრთნელები არიან."

ლეომ ინტერვიუს ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ მისი თანაგუნდელები, კერძოდ ანხელ დი მარია და პაულო დიბალა გამოჯანმრთელდებიან და მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან ერთად ითამაშებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი