"მე ვარ ტიტულის პირველი პრეტენდენტი" - დვალიშვილმა მის მომდევნო მეტოქეზე და ომალი -"ჩიტოზე" ისაუბრა » სპორტის ხაზი

"მე ვარ ტიტულის პირველი პრეტენდენტი" - დვალიშვილმა მის მომდევნო მეტოქეზე და ომალი -"ჩიტოზე" ისაუბრა

"მე ვარ ტიტულის პირველი პრეტენდენტი" - დვალიშვილმა მის მომდევნო მეტოქეზე და  ომალი -"ჩიტოზე" ისაუბრა
10-11-2023, 11:15
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა MMA Junkie-ს Sign Here Signatures ღონისძიებაზე ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც ომალი -"ჩიტოს" ბრძოლაზე და მის მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა.

"ადრე ვიცოდი, რომ ისინი ამ ბრძოლას აწყობდნენ. ძალიან იმედგაცრუებულად ვგრძნობ თავს. "ჩიტო" არ იმსახურებს ამ ბრძოლას, რადგან ის კორი სანდენგენმა სცელა, ხოსე ალდომ სცემა, ალდო კი მე დავამარცხე. მე ვარ ტიტულის პირველი პრეტენდენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უნდა მისცენ განმეორებითი მატჩი ალჟამენ სტერლინგს. ვფიქრობ, ახლა ეს რიცხვებია – რიცხვით და ფულით, ბრძოლა."


დვალიშვილი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რადგან ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება არ იყო დამსახურებული.

"ვფიქრობ, მისთვის ცუდი სტილისტური შეხამება ვარ. ჩემი აზრით, მე შემიძლია დავამარცხო ის და ვფიქრობ, რომ ისინიც ასე ფიქრობენ. ახლა ო’მალი ფულს აკეთებს."

ამის პარალელურად, UFC-ის გეგმაა, რომ დვალიშვილი ორმაგ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოს შეებრძოლოს, ეს თავად მერაბმაც დაადასტურა.

"ჩემ წინაშე დიდი გამოწვევაა, მე უნდა გავუმკლავდე ამას. ახლა მე ორიენტირებული ვარ ჰენრი სეხუდოზე. ის დიდი მებრძოლია და ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მთელი ჩემი ყურადღება მასზეა. ო’მალი და ‘ჩიტოს’ , შემიძლია ორივეს ვებრძოლო იმავე ღამეს, პრობლემა არ არის." - განაცხადა დვალიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.