"ვისურვებდი საქართველოშიც იყოს ევრო ლიგის დონის გუნდები" - თორნიკე შენგელიას ინტერვიუ » სპორტის ხაზი

"ვისურვებდი საქართველოშიც იყოს ევრო ლიგის დონის გუნდები" - თორნიკე შენგელიას ინტერვიუ

"ვისურვებდი საქართველოშიც იყოს ევრო ლიგის დონის გუნდები" - თორნიკე შენგელიას ინტერვიუ
9-11-2023, 23:53
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ცნობილ ესპანურ გამოცემა Marca-თან ისაუბრა და ქართული კალათბურთიც ახსენა.

"ჩემი ოცნებაა რომ ქართული გუნდები ევრო ლიგაზე ვიხილო, ჩემპიონატი ფართოვდება და რაც უფრო მალე მიიღებს მასში რომელიმე ქართული გუნდი მონაწილეობას მით უკეთესი. ქართველებს ფანობის ტრადიცია გაგვაჩნია და გულშემატკივარი ევრო ლიგის დონის გუნდს იმსახურებს"

შენგელია გასული თვის საუკეთესო მოთამაშეც გახდა და ამაზეც ისაუბრა:

"თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩემი საუკეთესო ვერსია. მე ბედნიერი მაშინ ვარ როცა გუნდიც აღწევს ჩემი კარგი თამაშით შედეგს და ახლა ეს ასეა, ამიტომ ბედნიერი ვარ.

თორნიკეს თქმით, წელს "ვირტუს ბოლონიას" მიზანი ისე ევრო ლიგაზე გასვლა იქნება და ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ "ვირტუსი" 1 წაგებითა და 4 მოგებით ევრო ლიგაში მეორე ადგილს იყოფს რამდენიმე გუნდთან ერთად, ხოლო უდანაკარგოდ(5 მოგება-0 წაგება) მხოლოდ "მადრიდის რეალია".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი