2029 წლამდე - ფედერიკო ვალვერდემ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა » სპორტის ხაზი

2029 წლამდე - ფედერიკო ვალვერდემ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

2029 წლამდე - ფედერიკო ვალვერდემ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი  გაახანგრძლივა
9-11-2023, 23:57
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალის ურუგვაელმა ნახევარმცველმა, ფედერიკო ვალვერდემ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმა – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ვალვერდე სამეფო კლუბში 2016 წელს პენიაროლიდან გადავიდა. თავდაპირველად ის რეალ მადრიდ კასტილიაში ირიცხებოდა, შემდეგ იყო განათხოვრებული დეპორტივოში, ხოლო 2018 წლიდან მადრიდის რეალის პირველი გუნდის უცვლელ წევრად იქცა. წინა კონტრაქტის ვადა 2027 წლამდე იყო გათვლილი და ახლა მან უკეთესი პირობები მიიღო.

ვალვერდემ ესპანური კარიერის მანძილზე ორჯერ – ლა ლიგა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

25 წლის ფეხბურთელი ასევე არის ურუგვაის ნაკრების წევრი, რომლის მაისურითაც 53 შეხვედრაში ითამაშა და ექვსი გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.